კოშკურა ამწის ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
14 მაი - 13 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „ადლი“ 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, ,მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია „ადლი“ აცხადებს ვაკანსიას - კოშკურა ამწის ელექტრიკოსის  პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 9:00-18:00-მდე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 


ძირითადი მოვალეობები:

  • კოშკურა ამწეების ელექტრომოწყობილობის მონტაჟი, მათი შემოწმება და შეკეთება;
  • ელექტრო კარადის, საზიდრისა და ძირითადი ძრავის, საყრდენ-მამოძრავებელი მექანიზმის ძრავის, საფასადე ელექტრო კალათების, დისტანციური მართვის პულტის მონტაჟის , შეკეთებისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
  • ასევე ელექტრომოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟი , შეკეთება და გამართულად მუშაობის კონტროლი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება.



პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

სამუშაო არის  სტაბილური, მაღალანაზღაურებადი, სამედიცინო დაზღვევითა და სხვადასხვა ბენეფიტებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (კოშკურა ამწის ელექტრიკოსი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე+995  577 11 90 29.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  20 ივნისი, 2022 წ

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ელექტრიკოსი