სუ-შეფი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 2 - 3 წლამდე
13 მაი - 11 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 557793030
მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა #30

Sheff Point აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოს მიმდინარე  მართვაში მონაწილეობის მიღება, არსებული დასახული მიზნების ნიშნულების მიღწევა-გაუმჯობესება და სამუშაო პროცესისა და საწარმო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
  • სამზარეულოს საოპერაციო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ყველა დაქვემდებარებულის თანამშრომლის საქმიანობის კონტროლი და შეფთან მჭიდრო, ყოველდღიური კომუნიკაცია, საერთო  მიზნების მისაღწევად.
  • სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა
  • გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ზომის მიღებაში მონაწილეობის მიღება
  • სასაქონლო მარაგების ეფექტური მონიტორინგი, მართვა და შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის სწორად განსაზღვრა
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მოსვლა/წასვლის დროების კონტროლი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
  • კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
  • პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის განხრით
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • HACCP-ის სტანდარტების ცოდნა


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • მართვის/ლიდერობის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მეილზე: sheffpoint.batumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით: +995 557793030

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული