- სრული განაკვეთი
- 2 - 3 წლამდე


კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის/ პროდუქციიის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
- დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
- მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
- გაყიდვების სრულად ორგანიზება
- მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (გაყიდვების სფეროში)
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 800-1200 (ფიქსირებული, ზრდის პერსპექტივით) + პრემია + მოქნილი საბონუსე სისტემა
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
- დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე.
პროდუქციიის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
- მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
- საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
- კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მართვის მოწმობა - B კატეგორია.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი + პრემია +ბონუსი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა , კვება .
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა- განვითარებას ჩვენს გუნდში ...