ადმინისტრატორი
სასტუმრო ზემელი
- სრული განაკვეთი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ადმინისტრატორი
კოსტავას ქუჩაზე მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო ზემელი აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (Receptionist) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული/დღის და ღამის 12 საათიანი სმენები
ანაზღაურება: 40-50 ლარი დღიურად + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს ფრონტ ოფისის განყოფილების წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და ოთახების გაყიდვების გეგმის შესრულება;
- დადგენილის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის დეპარტამენტს);
- აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
- აწარმოოს ყოველდღიური რეპორტი;
- აკონტროლოს გადახდები და ინვოისები.
- აწარმოოს ყოველდღიური აუდიტი და სალაროს ნაშთი ჩააბაროს მენეჯერს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილების ქონა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მობილიზებული;
- კომუნიკაბელური;
- კეთილგანწყობილი.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@hotelzemeli.com წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)