ადმინისტრატორი
თბილისი
სასტუმრო ზემელი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ადმინისტრატორი

 

კოსტავას ქუჩაზე მდებარე  23-ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო ზემელი აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (Receptionist) პოზიციაზე. 

სამუშაო გრაფიკი:  სრული/დღის და ღამის 12 საათიანი სმენები

ანაზღაურება: 40-50 ლარი დღიურად + ბონუსი                                                                                 

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს  მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს ფრონტ ოფისის განყოფილების წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და ოთახების გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • დადგენილის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს  სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება  და გაცილება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის დეპარტამენტს);
  • აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
  • აწარმოოს ყოველდღიური  რეპორტი;
  • აკონტროლოს გადახდები და ინვოისები.
  • აწარმოოს ყოველდღიური აუდიტი და სალაროს ნაშთი ჩააბაროს მენეჯერს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია სასტუმროს რომელიმე საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილების ქონა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ყურადღებიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მობილიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კეთილგანწყობილი.

 

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით  გამოაგზავნეთ  მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@hotelzemeli.com   წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)