საუზმის მიმტანი/ბარისტა
სასტუმრო ზემელი
- სრული განაკვეთი
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
კოსტავას ქუჩაზე მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო ზემელი აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
სამუსაო განაკვეთი: სრული (დილის სმენა)
ანაზღაურება: 35-40 ლარი + ნავაჭრის 10%
ძირითადი მოვალეობები:
- მიესალმოს და მიიღოს სტუმრები, გააცნოს სათანადოდ მენიუ.
- აკონტროლოს პროდუქტებისა და სასმელების მთავარი საწყობიდან მიწოდების ორგანიზება.
- უზრუნველყოს უხარისხო პროდუქტის (წუნის) გამოვლენა და აღრიცხვა.
- უზრუნველყოს შესაკვეთილი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა.
- უზრუნველყოს სხვადასხვა სახეობის ყავის მომზადება სათანადო წესების დაცვით.
- მუდმივად აკონტროლოს ყავის აპარატის მდგომარეობა, რათა ხელი არ შეეშალოს მუშაობაში.
- მიაწოდოს სტუმარს ინფორმაცია დღის სპეციალურ შეთავაზებაზე და მოახსენოს მენიუს ცვლილებაზე (საჭიროებისამებრ).
- შესთავაზოს სტუმარს საკვები და სასმელი;
- მოაწესრიგოს სამუშაო გარემო და მოამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად.
- მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს სტუმართან და დაეხმაროს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
- კომუნიკაცია იქონიოს სამზარეულოს თანამშრომლებთან, რათა იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
- მიართვას სტუმარს დროულად და სათანადოდ შეკვეთილი საკვები/სასმელი.
- დააკვირდეს და დარწმუნდეს სტუმრის რეაქციას შეკვეთის მიღების შემდეგ.
- სწრაფად შეძლოს სტუმრის დამატებითი შეკვეთის შესრულება.
- უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა (მაინც) საკვების მომზადების წესთან დაკავშირებით.
- დახმარება გაუწიოს თანამშრომელს რესტორნის მომარაგებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ყოველი დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- ყავის აპარატთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- სხვადასხვა ტიპის ყავის მომზადების ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა(სასურველია);
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი;
- ·დეტალებზე ორიენტირებული;
- მობილიზებული;
- კომუნიკაბელური;
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@hotelzemeli.com წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარისტა,
მიმტანი