შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1000
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
13 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
სონნეთ ქონსთრაქშენ + აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობებია:
- პროექტის უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი წესების დადგენა; თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
- შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
- ინციდენტების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების გატარება;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვა;
- თემატური ტრენინგების ჩატარება;
- შენობების ელექტროუსაფრთხოება;
- სახანძრო უსაფრთხოება და საევაკუაციო გეგმების შემუშავება;
- საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
- თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
- გარემოსდაცვითი ღონისძიებების მართვა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
- ნარჩენების მართვა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების პროექტების მომზადება;
- ობიექტებზე გასვლა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დანერგილი სახელმძღვანელო პრინციპების რეალობაში განხორციელების შემოწმება;
- რეპორტების მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის სავალდებულოა:
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საჭირო პიროვნული უნარები:
- ორგანიზებული;
- შრომისმოყვარე;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- კეთილსინდისიერი და სანდო.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@sonnet.ge არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი