დიზაინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას  დიზაინერის პოზიციაზე ქ.თბილისში .

 

გრაფიკი: კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: ფიქსირებული.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიების რებრენდინგის პროცესში ვიზუალური კონცეფციის მომზადება რენდერების სახით.
  • ახალი მაღაზიების ვიზუალური გეგმარება.
  • ბეჭდვითი და ციფრული მარკეტინგული მასალების დიზაინის მომზადება და სტამბასთან ურთიერთობა
  • GIF-ების, პოსტების დიზაინების მომზადება სოციალური ქსელებისთვის;
  • ფოტოების დამუშავება და ვებ ბანერების მომზადება ვებ გვერდისთვის;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, );
  • სასურველია Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3DS Max, Illustrator Corel Draw. პროგრამების ცოდნა.
  • ინტერიერის დიზაინის ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე  ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინტერიერის დიზაინერი