დიზაინერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი


კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე ქ.თბილისში .
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიების რებრენდინგის პროცესში ვიზუალური კონცეფციის მომზადება რენდერების სახით.
- ახალი მაღაზიების ვიზუალური გეგმარება.
- ბეჭდვითი და ციფრული მარკეტინგული მასალების დიზაინის მომზადება და სტამბასთან ურთიერთობა
- GIF-ების, პოსტების დიზაინების მომზადება სოციალური ქსელებისთვის;
- ფოტოების დამუშავება და ვებ ბანერების მომზადება ვებ გვერდისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ინტერიერის დიზაინის მიმართულებით;
- მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
- გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, );
- სასურველია Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3DS Max, Illustrator Corel Draw. პროგრამების ცოდნა.
- ინტერიერის დიზაინის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
სამშენებლო, უძრავი ქონება
ინტერიერის დიზაინერი