მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1300 - 1600+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის პარტნიორები არიან ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის და ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები.

„აგროტექნო“ გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. ხარისხიანი ტრაქტორების, მოსავლის ამღებებისა და მისაბმელი აღჭურვილობის ფართო არჩევანს საუკეთესო ფასად.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

 

ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი),

ხელფასი: 1300-1600 ლარი (NET) + ბონუსი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა;
  • კომპანიის ბრენდების განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის განვითარება;
  • პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
  • კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
  • სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • სავალდებულოა აღნიშნულ და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 დონე);
  • სასურველია პროგრამებში მუშაობის გამოცდილება: Word, Excel, PPT, Photoshop, Illustrator, Canva, Mailchimp, Google Analytics, Facebook გვერდის მართვის გამოცდილება.

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • კრეატიულობა;
  • ინიციატივიანობა;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გავაზობთ:

  • კონკურენტული საბონუსე სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • პროფესიული და პოზიციური ზრდა.

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მარკეტინგის მენეჯერი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი