- სრული განაკვეთი
- 3000 - 3000
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
- რუსული


კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.
პოზიცია: მთავარი ბუღალტრის მოადგილე
ძირითადი მოვალეობები:
- საქონელთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა (შესყიდვები, გასვლა, ჩამოწერა, გადაფასება, გადაადგილება და ა.შ.);
- დებიტორ/კრედიტორების აღრიცხვა;
- ბანკი/სალარო;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- ხელფასებისა და გადასახადების ჩარიცხვა;
- მივლინებები;
- ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ასევე ყველა დოკუმენტის შევსება "შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ფინანსური განათლება;
- ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- C1 ბუღალტერიის ცოდნა (ბალანსი) და მასში მუშაობის უნარი ;
- დოკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა.
- რუსული ენის ცოდნა.
ანაზღაურება: 3 000 ლარი
კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:
- თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
- ჯანმრთელობის დაზღვევას (კორპორატიული პაკეტი);
- მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
- დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
- მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
- ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.lt
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 2 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!