გაყიდვების განყოფილების უფროსი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 3 - 5 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
13 მაი - 12 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:

  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ დამწყებ და გამოცდილ კანდიდატებს!

გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

 

ვაკანსია: გაყიდვების განყოფილების უფროსი

ადგილმდებარეობა: რუსთავი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოტექნოს პროდუქციის და სერვისების შესწავლა; აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
  • გეგმებისა და ამოცანების შესრულება;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან“ შესაბამისი საკითხების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).

 

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

 

ჩვენ გავაზობთ:

  • კარიერული წინსვლა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა.

 

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების განყოფილების უფროსი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი, სხვა, საზღვარგარეთ
ბათუმი