შესაბამისობის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

 ვაკანსია - შესაბამისობის სპეციალისტი 

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას შესაბამისობის სპეციალისტის პოზიციაზე. 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 15 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის თერთმეტ  ქალაქში 17 ფილიალის სახით. 

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • მისოს საქმიანობის კანონშესაბამისობის უზრუნველყოფა; 
  • მისოს საქმიანობასთან, მომსახურებასთან და საფინანსო პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული პროცესების, პოლიტიკების, დებულებების, ინსტრუქციების და ხელშეკრულებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის რეგულარული კონტროლი, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა, შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირება, მათი შემცირების მიზნით რეკომენდაციების მომზადება, დასკვნის წარმოდგენა; 
  • მოქმედი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მართვის და ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობის წესების და პროცედურების შედარება კანონის მოთხოვნებთან, შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და დასკვნის წარმოდგენა; 
  • შესაბამისობის კუთხით გამოვლენილი დარღვევების ან/და აუდიტის რეკომენდაციების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება და იმპლემენტაციის კონტროლი, აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით; 
  • მარეგულირებელ კანონმდელობაში მომხდარი ცვლილებების  კონტროლი, აღნიშნულის თაობაზე მისოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ინფორმირება და საფინანსო პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული პროცესების, პოლიტიკების, დებულებების, ინსტრუქციების, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, მართვის და ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობის წესების და პროცედურების ცვლილებების უზრუნველყოფა; 
  • მისოს შიდასამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; 
  • კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გავლენის შეფასება სამართლებრივ რისკებზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება და მათ ასაცილებლად სათანადო ზომების დაგეგმვა; 
  • ეროვნულ ბანკთან ან/და სხვა სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებიდან მიღებული მარეგულირებელი კანონმდებლობის პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი შენიშვნების/კომენტარების გაგზავნა; 
  • კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიმართულებით, თანამშრომელთა ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება, მათი შესაბამისობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • საფინანსო სექტორისა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • სასურველია საბანკო პროგრამების  ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ივნისი 18:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული. 

 

 

 

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - „მისო“), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი,  ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული  ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია ( ჩემისაიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშავოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები;  მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე ,  გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ,  სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისოსგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge . ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა,  წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ,  არის სწორი და უტყუარი. 

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
იურიდიული
იურისტი