საოპერაციო მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 12 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„რუსტარ ონლაინი“  საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის,  „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია  ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას  6  ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი.  საქართველოში კომპანია  5  წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას. 

ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს,  სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს  და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

 

შპს “რუსტარ ონლაინი” აცხადებს ვაკანსიას  საოპერაციო მენეჯერის   პოზიციაზე.


მოვალეობები:

  • ტურისტებთან კონტაქტი, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება პირადი ჩართულობით;
  • გიდების გადანაწილება შესაბამის ტურისტთა ჯგუფზე;
  • ინფორმაციის მიღება და დამუშვება გიდის მიერ დამატებითი ტურის გაყიდვის შესახებ;
  • უკუკავშირის მიღება გიდის საქმიანობის შესახებ;
  • ტრანსფერების ორგანიზება - შესაბამისი მანქანის და მძღოლის, შესაბამის ტურისტთა ჯგუფზე გადანაწილება;
  • მძღოლის დროულად ადგილზე გამოცხადების გადამოწმება;
  • დასმული ჯავშნის სასტუმროში გადამოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მანქანის გადაადგილება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელია);

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა.

 

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 


კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge  ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:    www.rustartourism.com

გისურვებთ წარმატებას!

ტურიზმი/გართობის სექტორი
ტურიზმი(ზოგადი)