- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული


„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 15 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 6 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები და თურქეთი. საქართველოში კომპანია 5 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, სწრაფი ადაპტაციისთვის კეთილგანწყობილ გარემოს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
შპს “რუსტარ ონლაინი” აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ტურისტებთან კონტაქტი, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- კონფლიქტური სიტუაციის მოგვარება პირადი ჩართულობით;
- გიდების გადანაწილება შესაბამის ტურისტთა ჯგუფზე;
- ინფორმაციის მიღება და დამუშვება გიდის მიერ დამატებითი ტურის გაყიდვის შესახებ;
- უკუკავშირის მიღება გიდის საქმიანობის შესახებ;
- ტრანსფერების ორგანიზება - შესაბამისი მანქანის და მძღოლის, შესაბამის ტურისტთა ჯგუფზე გადანაწილება;
- მძღოლის დროულად ადგილზე გამოცხადების გადამოწმება;
- დასმული ჯავშნის სასტუმროში გადამოწმება;
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მანქანის გადაადგილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელია);
პიროვნული მახასიათებლები:
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@rustaronline.ge ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rustartourism.com
გისურვებთ წარმატებას!