ელექტრიკოსი-სანტექნიკოსი/მღებავი-მექანიკოსი
ბათუმი
Courtyard by Marriott Batumi
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • 1 - 2 წლამდე
13 მაი - 11 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 

Courtyard by Marriott   არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  ამ დიდ ოჯახს მალე შეუერთდება  Courtyard by Marriott Batumi.

 

 Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი  ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.

 სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე:

  • ელექტრიკოსი
  • სანტექნიკოსი
  • მღებავი
  • მექანიკოსი

 

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
  • სასტუმროში შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • გუნდის წევრების ,, Marriott Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2022 წლის 10 ივნისამდე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com 

 

სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
სამშენებლო, უძრავი ქონება
იატაკი/შპალერი/ღებვა
წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
სანტექნიკა