- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- 1 - 2 წლამდე


Courtyard by Marriott არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს. ამ დიდ ოჯახს მალე შეუერთდება Courtyard by Marriott Batumi.
Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოში შემდეგ პოზიციებზე:
- საუზმის მზარეული
- ბანკეტების მზარეული
- ცხელი კერძების მზარეული
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- სასტუმროში შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
- ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
- უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- დასვენებას დაბადების დღეზე;
- გუნდის წევრების ,, Marriott Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
- 2 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2022 წლის 10 ივნისამდე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@courtyardbatumi.com
სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!