მთარგმნელი/თარგმნის მომსახურება
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული,ინგლისური
13 მაი - 12 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

SavvY არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა  მოკლევადიან და გრძელვადიან საკონსულტაციო პროექტებს, როგორებიცაა კვლევა, ბიზნეს გეგმა, დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერა, ბიზნესის განვითარება, ფინანსური მენეჯმენტი, მათ შორის  Floating CFO და სხვა. ასევე SavvY ეხმარება კომპანიებს გუნდის მართვის და მენეჯმენტის ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვაში.

ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას ჩვენთან წარმოადგენს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროექტების განხორციელება. ამ მიმართულებით ხშირად გვჭირდება როგორც თარგმნის, ასევე Proofreading-ის მომსახურება. ამ ეტაპზე ჩვენ ვეძებთ თარჯიმანთა კომპანიას ან თარჯიმნებს, რომლებიც ჩვენი დატვირთულობიდან გამომდინარე ჩართულები იქნებიან ჩვენს პროექტებში

ანაზღაურება ტექსტის სირთულიდან გამომდინარე

 

თარჯიმნის/კომპანიის სამუშაო აღწერილობა:

  • გამოცდილება მთარგმნელობითი/სათარჯიმნო მიმართულებით (ინგლისური - ქართული, ქართული - ინგლისური, რუსული - ქართული, ქართული - ინგლისური)
  • გამოცდილება Proof reading -ის მიმართულებით (ინგლისურიდან ინგლისურზე, ბიზნეს ტერმინოლოგიის დაცვით)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების: MS Word, PPT, Excel, ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება
  • ბიზნესთან დაკავშირებული ტექსტების და ანგარიშების/რეპორტების თარგმანი

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ან/და კომპანიის შესახებ ინფორმაცია გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@savvy.ge სათაურის ველში კი მიუთითეთ თარგმნის მომსახურება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ კომპანიას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი კომპანიის გამოცდილების და განხორციელებული პროექტების შესახებ. შეგიძლიათ მოგვმართოთ საქართველოს ნებოისმიერი რეგიონიდან, ვინდაიდან ჩვენ შეგვიძლია თქვენთან დისტანციურად მუშაობა!

 

გისურვებთ წარმატებებს!

ადმინისტრაცია
თარჯიმანი