ავტო-დათვალიერების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
11 მაი - 26 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას  ავტო-დათვალიერების სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილის დათვალიერება და შეფასება მისი მდგომარეობის, ასაკის, კომპლექტაციისა და გარბენის გათვალისწინებით; ფოტოების გადაღება;
  • ძარის დათვალიერება მასზე  აშკარა და ფარული დაზიანებების აღმოჩენის მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი;
  • მჭიდრო ურთიერთობა სესხის კოორდინატორთან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

 

სხვა მოთხოვნები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • მართვის მოწმობა.


სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 25.05.2022 წ.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-დათვალიერების სპეციალისტი".

საბანკო
ექსპერტ-შემფასებელი (ავტომობილები)