ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 მაი - 10 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც);
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Word, Excel, Power Point);
  • გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი; 
  • პრიორიტეტული იქნება მსგავს პოზიციასა და სფეროში მუშაობის გამოცდილება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი, რეგისტრატორი, მომსახურების სფერო);

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში  პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პაციენტების ჩაწერა ექიმთან ვიზიტზე;
  • ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
  • მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი