კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
13 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საინვესტიციო Საკონსულტაციო კომპანია “მედიანა ქონსალთინგი” აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

 

 

თუ ეძებთ საინტერესო გარემოს სწრაფად მზარდ კომპანიაში, კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობებით, გამოიყენეთ შანსი შეუერთდეთ ჩვენს გუნდს.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00 - 18:00)

სამუშაო საათები მოქნილია და მორგებულია სტუდენტებზეც

 

 

პოზიციისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

  • გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ნებისმიერ სფეროში (კონკრეტულად უძრავი ქონების ბაზარზე ჩაითვლება უპირატესობად)
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარები
  • ორგანიზაციული უნარები
  • პასუხისმგებლიანობა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
  • ცოდნისა და კარიერული ზრდის მოტივაცია

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს + საბონუსე სისტემას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • სრულ ჩართულობას კომპანიის ზრდის ეტაპზე, რა დროსაც განიხილება და დაფასდება თქვენი მოსაზრებები
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრული და მოტივირებული პერსონალით
  • უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობებას

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მეილზე: info@mediana.ge 

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი