რეკრუტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული
11 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში რეკრუტერის პოზიციაზე დიღმის ფილიალისთვის. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა; 
  • ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატების მოძიება; 
  • შემოსული რეზიუმეების გადარჩევა; 
  • გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება; 
  • კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი; 
  • ღია ვაკანსიების ტექსტების მომზადება და განთავსება ონლაინ არხებზე; 
  • ყოველკვირეული რეპორტინგი; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათალება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა აუცილებელია; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; 
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • გრაფიკი სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;  
  • ანაზღაურება: 1200  ლარი; 
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • FitPass; 

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge   
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ 
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. 

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი