მარკეტინგის მენეჯერი/ბიზნეს განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 3000
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 11 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: თბილისი, ვ.მესხიშვილის 14

წამყვანი ტურისტული კომპანია "Gamarjoba Georgia Tours" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის/ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 2018 წელს და დროის მცირე მონაკვეთში გახდა ლიდერი ტურიზმის ინდუსტრიაში! ამ წარმატების მთავარი განმაპირობებელი
ფაქტორი კი იყო გუნდი, რომელიც შედგებოდა ახალგაზრდა, მოტივირებული და პროფესიონალი წევრებისგან. ამ გუნდის კიდევ უფრო გაძლიერების 
და ბიზნესის სწრაფი განვითარების მიზნით ვეძებთ გამოცდილ, შედეგებზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლიან, თავისუფლად მოაზროვნე, 
პროფესიონალს. ჩვენთან დაგხვდებათ ნიჭიერი გუნდი, მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, განვითარების უდიდესი პერსპექტივა და სხვა.



საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

  •  კომპლექსური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ადამიანების მართვის უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი,
  •  შემოქმედებითობა
  •  მომსახურებაზე და ხარისხზე ორიენტირებულობა.
  • ემოციურად გაწონასწორებულობა,
  •  მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  •  ახალი გარემოსა და ბიზნეს სფეროს ეფექტურად ათვისების უნარი. 
  •  სოციალური მედიის ინსტრუმენტების ცოდნა.
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
  •  უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან მონათესავე სფეროში.
  •  ბრენდინგის/რებრენდინგის გამოცდილება.
  •  სავალდებულოა ინგლისური ენის გამართულად ცოდნა. სასურველია რუსული ან არაბული ენის ცოდნა.
  •  სასურველია ტურიზმის სფეროში გამოცდილება. 

 

ფუნქცია მოვალეობები:

  •  მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა
  •  მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და იმპლემენტაცია
  •  მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავებასა და განხორციელება, შემდგომი მონიტორინგი და რეპორტინგი
  •  მომხმარებლის ქცევის და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
  •  საჭიროების შემთხვევაში ახალი ბრენდის/პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა;
  •  კამპანიებისა თუ აქციებისთვის, მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
  •  მარკეტინგული და გაყიდვების საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  •  პარტნიორ ორგანიზაციებთან სტრატეგიული თანამშრომლობა საერთო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  •  ონლაინ გაყიდვებზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავება;
  •  საიტზე UX და UI გაუმჯობესების გეგმის შემუშავება
  • შესაფერისი პარტნიორების შერჩევა და თანამშრომლობა;
  •  კომპანიის ბრენდინგის სტრატეგიის დახვეწა/შემუშავება 
  •  გუნდთან ერთად შეთანხმებული მუშაობა მნიშვნელოვან საკითხებზე/ 
  •  და სხვა. 

 

თუ თვლით რომ ხართ შესაფერისი კანდიდატი გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ ფოსტაზე info@gamarjobageorgiatours.com
გასაუბრება პირველ ეტაპზე ჩატარდება ონლაინ ვიდეო ზარის საშუალებით.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება