რეზერვაციების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
11 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღია პოზიცია: რეზერვაციების მენეჯერი

კომპანიის შესახებ:

ტურისტული კომპანია „მიმინო თრეველი“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

 

სამუშაოს აღწერილობა გულისხმობს სასტუმროების ჯავშნების მართვას.

 

ვის ვეძებთ ჩვენ:

  • უმაღლესი განათლება;
  • ტურისტულ კომპანიაში რესერვაციების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;


პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • აქტიური, კომუნიკაციის კარგი უნარით;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;


პირობები:

  • თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება ინდივიდუალურად, გამოცდილებისა და უნარების მიხედვით;
  • სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა და ულიმიტო სატელეკომუნიკაციო პაკეტი;


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები