- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური


შემომყვანი ტურისტული სააგენტო „მიმინო კავკასიაში“ ეძებს კანდიდატს ინგლისურენოვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.
ტურისტული კომპანია მიმინო თრეველი“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 10+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია;
- საზღვარგარეთ ტურისტულ გამოფენებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
- პარტნიორის მოთხოვნებისა და მოლოდინების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი მოთხოვნის დამუშავება და პროდუქტის ოპერატიულად მიწოდება;
- პროცესების მეტი ეფექტურობისთვისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის ინიციატივები;
- პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- პრიორიტეტულია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გიდის, ან ტურ-მენეჯერის პოზიციაზე;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
- ინიციატივიანი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
- საკომუნიკაციო ხარჯები - ულიმიტო;
- სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
- პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგ კურსები, მოწვეულ ტრენერებთნ ერთად;
თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე, ჩვენს ოფისში.
მადლობა „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!