კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
11 მაი - 10 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder - ის ყველაზე დიდ არჩევანს.

კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

 

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტნეს ბარათი.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - ფიქსირებული 650 ლარი + ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი - ცვლები;
  • დასვენების დღეები - 2 კვირაში 3 დასვენების დღე.

 

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
  • პროდუქციის გაყიდვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული  და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge  2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი