რითეილ მენეჯერი სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებებისთვის
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
11 მაი - 10 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართელოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.

 

თბილისი

თანამდებობა: რითეილ მენეჯერი სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებებისთვის.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებების ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
  • სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებების მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა/შენახვა;
  • კომპანიის პროდუქციის და მომსახურების რეალიზაცია პოტენციურ და არსებულ კლიენტებზე, შეკვეთების განთავსებაზე და შესრულებაზე კონტროლი;
  • არსებულ კლიენტებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სალარო აპარატის პროგრამული გადაწყვეტილებების მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.


ხელფასი: 3000 ლარიდან - 3500 ლარი (NET) კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
 


კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

  •  თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
  •  დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.



დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი