სპა ცენტრის თანამშრომელი
ბათუმი
Courtyard by Marriott Batumi
  • სრული განაკვეთი
11 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Courtyard by Marriott   არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  ამ დიდ ოჯახს მალე შეუერთდება  Courtyard by Marriott Batumi.

 

     Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი  ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.

სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიებს სპაში შემდეგ  პოზიციებზე:

 

  • ადმინისტრატორი
  • ფიტნეს ტრენერი
  • თერაპისტ/მასაჟისტი
  • აუზის მომვლელი

 

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო განათლება;
  • მოწესრიგებუობა და პუნქტუალურობა ;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
  • უცხო ენების ( ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
  • 2 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 31 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com 

 

სათურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
სპა