ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ბათუმი
Courtyard by Marriott Batumi
  • სრული განაკვეთი
11 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Courtyard by Marriott   არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  ამ დიდ ოჯახს მალე შეუერთდება  Courtyard by Marriott Batumi.

 

Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი  ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.

სასტუმრო  Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები :

  • სტუმრებთის სატელეფონო მომსახურება სტანდარტების დაცვით;
  • სტუმრებისთვის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • შემოსულ ზარებზე პირველადი კომუნიკაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება.

 

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო განათლება;
  • მოწესრიგებუობა და პუნქტუალურობა;
  • ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
  • 2 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 31 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com 

 

სათურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი