დიასახლისი
ბათუმი
Courtyard by Marriott Batumi
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • 1 - 2 წლამდე
11 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Courtyard by Marriott   არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის Marriott International-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს.  ამ დიდ ოჯახს მალე შეუერთდება  Courtyard by Marriott Batumi.  

Courtyard by Marriott Batumi -ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი  ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას. 

სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. 

  

ძირითადი მოვალეობები: 

  • სამუშაო ცვლის განმავლობაში, სასტუმროს ოთახების, კორიდორების და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით; 
  • სამუშაო ურიკების მოწესრიგება და  შევსება შესაბამისი ინვენტარით; 
  • ზედამხედველის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;   
  • აღჭურვილობის და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება; 
  • კომპანიის უსაფთხოების წესების გაცნობა და დაცვა; 
  • საჭირო ქიმიკატების  და ინვენტარის ინსტრუქციების მიხედვით გამოყენება. 

  

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები  

  • საშუალო განათლება; 
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; 
  • სასტუმროში დიასახლისის პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება; 
  • უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;  
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ფიზიკურად შრომის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით; 
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას; 
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; 
  • დასვენებას დაბადების დღეზე; 
  • გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას; 
  • 2 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას. 

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2022 წლის 31 მაისამდე ელექტრონულ ფოსტაზე:  vacancy@courtyardbatumi.com  

სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

 

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)