- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- რუსული,ინგლისური


კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში .
გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა.
- მარაგების კონტროლი.
- კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.