მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

დღესდღეობით, კომპანიის ასორტიმენტი 10 პრემიუმ ღვინოს, 7 ადგილწარმოშობის, 10 ქვევრში დავარგებულის, 15-ზე მეტი ჯიშურ და 5 სახეობის საბაზისო ღვინოს მოიცავს. ასევე კომპანია აწარმოებს ცქრიალა ღვინოს, ღვინის ბრენდს, ჭაჭას და წიპწის ზეთს. ჯამში კომპანია 30-მდე სახეობის ვაზის ჯიშისგან 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;

სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა;

სამუშაო საათები: დღეში 8 საათი (ცვლებში);

ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი;

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
  • მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფასმაჩვენებლის კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება;
  • უშუალო ხელმძღანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევევბი:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული ზრდის და განვითარების საშუალებას
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მზარდ ანაზღაურებას;

 

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მოლარე-კონსულტანტი“

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე