ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ინჟინერის პოზიციაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სპეციალობოთ მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომატიზირებული ინფორმაციული სისტემებისა და მართვის სისტემების ტექნიკური საშუალებების კომპლექსების კონფიგურირება და ექსპლუატაციაში მიღება, მომხმარებლების  კონსულტირება და დახმარება პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის ათვისებასა და შემდგომ ექსპლუატაციაში;
  • სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსების, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების დანერგვა და მართვა;
  • კომპანიაში არსებული კომპიუტერების და შიდა ქსელის გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის, აგრეთვე ტექნიკური პრობლემების დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერების და შიდა ქსელის მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა და განახლება, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და მოდერნიზაცია;
  • არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;

 

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • ქსელის, Windows, Linux ოპერაციული სისტემების და MS საოფისე პროგრამების ინსტალაცია;
  • ქსელის/სისტემების ფიზიკური/პროგრამული გამართვა;
  • ქსელური მოწყობილობების, პრინტერებისა და სხვა ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, IP ტელეფონების კონფიგურაცია, დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა, დაშლა, ნაწილების გამოცვლა, აწყობა და მოწესრიგება, ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერა (აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე გასვლა);

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

 

 ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

 

სამუშაო განრიგი:  09:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება შეთანხმებით

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ- ფოსტაზე: vacancies@te.ge  ( ელ - ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან  ჩააბაროთ კომპანიის მომსახურების ცენტრებში;

რეზიუმეს  შემოტანის ბოლო ვადაა  2022  წლის  11  ივნისი;

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

  გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)