- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული


Caucas Transport Solutions – „CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან. აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო , საჰაერო გადაზიდვებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებ გვერდზე: www.ctsco.ge
Caucas Transport Solutions -„CTS“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება , მოლაპარაკების წარმართვა და მათზე მორგებული ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია , შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
- ახალ მომხმარებელთა ბაზების შექმნა , არსებული ბაზების დამუშავება და მუდმივი განახლება;
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულება;
- შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
- გადაზიდვის შესრულების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან, მის დასრულებამდე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაო ადგილი:თბილისი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@ctsco.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.