გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 09 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Caucas Transport Solutions – CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან. აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო , საჰაერო გადაზიდვებს.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებ გვერდზე: www.ctsco.ge

        Caucas Transport Solutions -„CTS“ აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება , მოლაპარაკების წარმართვა და მათზე მორგებული ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
  •  მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია , შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
  •  ახალ მომხმარებელთა ბაზების შექმნა , არსებული ბაზების დამუშავება და მუდმივი განახლება;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულება;
  • შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
  • გადაზიდვის შესრულების კონტროლი შეკვეთის მიღების მომენტიდან, მის დასრულებამდე;
                

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
  • ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი. 

 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.


სამუშაო ადგილი:თბილისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@ctsco.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.

 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, სხვა, საზღვარგარეთ
თბილისი
ბათუმი