მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ რესტორანმა “Dinehall●დაინჰოლი”მა გამოაცხადა ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: ბარმენი (Barmen)
გრაფიკი: 8 საათი (+ 1 შესვენება), კვირაში 6 დღე
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
მისამართი: რუსთაველის გამზირი 28
ძირითადი მოვალეობები:
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესების შესაბამისად;
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;
- აკონტროლოს პროდუქტებისა და სასმელების მთავარი საწყობიდან მიწოდების ორგანიზება;
- უზრუნველყოს უხარისხო პროდუქტის (წუნის) გამოვლენა და აღრიცხვა;
- უზრუნველყოს შესაკვეთი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა;
- მენიუს ზედმიწევნით ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
დამატებით:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კვება
- ტრანსპორტირება საჭიროების შემთხვევაში (საღამოს ცვლაში)
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dianaavakyan@emsa.ge
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (Barmen)
წარმატებები!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი