რეგიონალური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
11 მაი - 09 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსია რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 12 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
  • პარტნიორი კომპანიების რაოდენობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • ქსელის და სარეალიზაციო არის გაფართოება/განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • დისტრიბუციის არეალის გაფართოებაზე ზრუნვა;
  • არსებული კლიენტების ლოიალობისა და კმაყოფილების კვლევა; 
  • ახალი შესაძლო წერტილების შესახებ ინფორმაციის მუდმივი მოგროვება და მოძიება;
  • სარეალიზაციო ობიექტების ახალი პროდუქციით დაინტერესება და პრომოცია;
  • სარეალიზაციო ობიექტების მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • სარეალიზაციო ობიექტებისგან უკუკავშირის მიღება, უკმაყოფილების/კმაყოფილების დადგენა და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • დაქვემდებარებული ფილიალების საქმიანობის კოორდინაცია, მუდმივი ინსპექტირება და მათი საქმიანობის შესახებ რეპორტების წარმოდგენა;
  • გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022  წლის 10 ივნისამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი