მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322501503

შპს ინტრაკო ნუტრიშენი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ინტრაკო ნუტრიშენი ცხოველთა საკვების მწარმოებელი და იმპორტიორი წამყვანი კომპანიაა საქართველოში.

 

კომპანია გთავაზობთ პროფესიული ზრდის საინტერესო პერსპექტივას, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და ღირსეულ ანაზღაურებას.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა - სასურველია Photoshop.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა და დავალების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.

 

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულის მოვალეობები:

  • სოციალური ქსელების გვერდების მართვა - პოსტების დადება, რეკლამების გაშვება.
  • ვებ-გვერდის მართვა - ახალი პროდუქტების საიტზე დამატება, საიტის ტექნიკური მხარის გამართულობაზე ზრუნვა.
  • კომპანიის პროდუქტების ეტიკეტების მომზადება.
  • პოსტების, ეტიკეტებისა და საიტზე განსათავსებელი ფოტოების გრაფიკული დამუშავება.
  • კომპანიის მაღაზიათა ქსელისთვის ბანერებისა და სტიკერების მომზადება. მათი ბრენდირება და ვიზუალური გაფორმება.
  • კომპანიის მანქანების ბრენდირება.
  • სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება.

 

სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკავის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე. შაბათს 4 საათამდე.

 

ანაზღაურება - 1500 ლარი თვეში.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@intraco.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322501503

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.intraco.ge

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი,
მარკეტინგის მენეჯერი