ტექნიკური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
10 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ავტომობილების სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა, შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
  • ავტოპარკის რეგულარული კონტროლი;
  • ავტოპარკის მძღოლების კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობის მონიტორინგი;
  • სატრანსპორტო საშუალებების მიერ შესრულებული მარშრუტების მონიტორინგი;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან/დამკვეთებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან ;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და დირექტორის სხვა მითითებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება .

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31 მაისი,  2022 წ.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !

 

 

ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)