ფინანსური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +99532 2 31 50 50

"ლაზიერი" 3500 კვ. მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით.ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს.ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებრს წარმოების ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ხარჯების ბიუჯეტირება/კონტროლი პროექტების მიხედვით.
  • მოგება-ზარალის ფორმირება (პროექტების,კვირის,თვის ჭრილში)
  • ფასწარმოქმნის ფორმირება.
  • ფულადი სახსრების მოძრაობის  ბიუჯეტის ფორმირება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ეკონომიკის / ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსებში. (წარმოების სფერო ჩაითვლება პრიორიტეტად)
  •  MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  საბუღალტრო და ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.


 


ანაზღაურება - 1200 ლარი და ზევით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:30;

TEL: +99532 2 31 50 50

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე:   Ajangavadze@Lazieri.com ან ggognadze@lazieri.com



ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური მენეჯერი