ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
10 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას კომერციული/სასაწყობე ფართების და ავტომობილების გაქირავება წარმოადგენს.

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას -  ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია სატრანსპორტო მენეჯმენტის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან პროცესის კოორდინირებაში ჩართულობა;
  • შემოსული შეკვეთების კოორდინირება, კომპანიის მძღოლების სწორი გადანაწილება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის უზრუნველყოფა;
  • დღის განმავლობაში, კომპანიის  მძღოლების გადაადგილების  GPS კონტროლი;
  • გაწეული მომსახურების შესაბამისი ინვოისების მომზადებაში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge  და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის .

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31 მაისი,  2022 წ.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი