მიწოდების სუპერვაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „ფუდმარტის“ ჯგუფის წევრი, სადისტრიბუციო კომპანია შპს „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის პოზიციაზე ღამის ცვლაში.

 

შპს „ფუდსერვისი“ საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო და ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების  ROSHEN-ის, DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

 

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!

 

 

მისამართი: ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40,

 

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიწოდების სისტემის პროცესების და სტანდარტების შემუშავება, მუდმივი განვითარება და დახვეწა;
  • მიწოდების სისტემის დანერგვა და სწორად მუშაობის მონიტორინგი;
  • ყოველდღიური მიწოდების მარშუტების დაგეგმვა/განაწილება და თანამშრომლებისთვის შესაბამისი მიმართულების მიცემა;
  • მიწოდების მარშრუტების, არსებული შეკვეთების შესაბამისად, ოპტიმიზაცია;
  • მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარის მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • სხვადასხვა ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობის მიღება;

 

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიცაზე;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • გუნდის ლიდერობა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • პროდუქტიულობა;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე:  vacancy@gfs.ge.

 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ  განიხილება.

გაყიდვები
დისტრიბუცია