გაყიდვების კონსულტანტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 900+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილების გარეშე
  • რუსული,ინგლისური
10 მაი - 01 ივნ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "საგა იმპექსი" 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ, ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

 

კომპანია საგა იმპექსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

 

შესასრულებელი ფუნქციები:

  • გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ცხელი წყლის სისტემების შესახებ მომხმარებელთა კონსულტირება;
  • გაყიდვების წამახალისებელი შეთავაზებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

 

უნარები: 

  • მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ენები: 

  • ქართული სრულყოფილად.
  • ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად).

 

პროგრამები: 

  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

 

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო სპეციფიურია, კანდიდატს არ მოეთხოვება აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. დასაქმების პირველი ეტაპი მოიცავს on job ტრეინინგს. 

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@saga.ge 
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი).

 

საგა გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი