- სრული განაკვეთი


AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. დამატებითი ინფორმაცია ევორდ ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ .
შპს ,,AWARD’’ აცხადებს უძრავი ქონების აგენტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა სახის უძრავი ქონების მოძიება თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში მათი შეფასება და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
- უძრავი ქონების მფლობელ პირებთან ან/და კომპანიებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, მათთან მოლაპარაკება;
- სხვა დაინტერესებულ პირებთან ეფექტური, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და წარმართვა;
- უძრავი ქონების რეგისტრაციასა და შესყიდვებთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, ხელშეკრულებების გაფორმება;
პროფესიული მოთხოვნები:
- აღნიშნული მამრთულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს კანომდებლობის მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 05/06/2022.
გისურვებთ წარმატებას!