- სრული განაკვეთი
- 3 - 5 წლამდე
ევორდ დრილინგი რამდენიმე წელია წარმატებით მოღვაწეობს სამშენებლო-საინჟინრო სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბურღვითი სამუშაოები, წყალსადენი, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების პროექტირება-მშენებლობა წარმოადგენს.
პოზიციის დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა;
- განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, ბაზრის კვლევა, მათი შესაბამისობის დადგენა, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან და საბაზრო ფასებთან;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების შედგენა-ანალიზი;
- ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
- რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება ექსპერტიზაზე წარსადგენად;
პროფესიული მოთხოვნები:
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ფორმა #2-ების მომზადების გამოცდილება;
- წყალმომარაგება-წყალარინების პროექტების ხარჯთაღრიცხვის მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განასკუთრებით Ms Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები);
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 05/06/2022.
გისურვებთ წარმატებას!