არქიტექტორი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
არქიტექტურული საპროექტო კომპანია "სითიზენი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
დასაქმებული არქიტექტორის ფუნქციები იქნება:
- სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა
- არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
- საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება
- სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით
- არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
- მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება.
- აუცილებელია, ArchiCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
- AutoCAD, Photoshop, 3ds Max, Vray/Corona - პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
- Revit პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: cityzen.workshop@gmail.com თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო
სამუშაო გრაფიკი - სრული
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სამშენებლო, უძრავი ქონება
არქიტექტორი