გენერალური დირექტორის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს „დიო“ წამყვანი კომპანია საქართველოში ფარდა–ჟალუზების, მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების  წარმოებაში.

შპს  „დიო“ დაარსესებიდან 26-ე  წელს ითვლის .

კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომანიას აქვს წარმომადგენლობები.

დიო“ –ს წარმატების ერთ–ერთი გამსაზღვრელი  სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა.  საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების  და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე   ლიდერად.

 იმედია „დიო“ თქვენთვისაც წარმატებულ  სამუშაო ადგილად  იქცევა,  სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

 

შ.პ.ს „დიო“ აცხადებს ვაკანსიას ახალ პოზიციაზე -  გენერალური დირექტორის თანაშემწე

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3 . სათაო ოფისი.

 

კომპანიის შემოთავაზებაა:

  • სამუშაო განაკვეთი- სრული (ორშაბათი-პარასკევი);
  • სტაბილურობა,
  • მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდა;
  • ჯანმთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ტელეფონი;
  • სახელფასო სარგი- 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები), გამოცდილების მიხედვით;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ვიზიტორების მიღება;
  • ღონისძიებების/ შეხვედრების ორგანიზება;
  • პრეზენტაციის მომზადება/წარდგენა;
  • კორესპოდენციის წარმოება/მართვა;
  • დოკუმენტებთან მუშაობა;
  • კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიის CSR მიმართულებით საქმიანობაში ჩართულობა;
  • მასმედიასთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
  • დირექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა: Word, Excel, Power point, Outlook;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების უნარი;

 

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თვენს CV-ს შემდეგ    ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@dio.ge . სათაურის ველში აუცილებელია  ვაკანსიის დასახელების მითითება: გენერალური დირექტორის თანაშემწე

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022  წლის  10 ივნისი.  

 

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება. (ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა დადგენილი ნორმის შესაბამისად).

 

შ.პ.ს ,,დიო,, ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

 

გაცნობებთ, რომ  კომპანია ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: jobs@dio.ge.  მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე