გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
11 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია შპს „STD Decor“ წარმოდგენილია საქართველოში ბრენდი Studio Casa-ს სახით, მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ინტერიერის და ექსტერიერის დეკორს, სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალებს.

 კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს სარემონტო მასალების ხარისხიანი პროდუქცია, ხელი შეუწყოს ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციების დანერგვასა და განვითარებას საქართველოში.

Facebook: Studio.Casa.Georgia



სამუშაო პირობები გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

  •  ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი (სტაჟირების პერიოდში (3 თვე)) 800 ლარი (სტაჟირების გავლის შემდგომ) + გაყიდვების ბონუსი;
  •  სამუშაო გრაფიკი მონაცვლეობით: 10:00 სთ - 19:00 სთ;
  •  სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
  •  სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის 1



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  მომხმარებლებთან ურთიერთობა;
  •  კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაცნობა;
  •  მომხმარებელთა ბაზის განვითარება;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების შენარჩუნება;
  •  დიზაინერ/არქიტექტორებთან დაკავშირება, პროდუქციის შემოთავაზება;
  •  დიზაინერ/არქიტექტორების ბაზის განვითარება



ძირითადი მოთხოვნები:

  •  გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი (დაკავშირებული სარემონტო, სამშენებლო, ავეჯის გაყიდვებს);
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  •  ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენა, რუსული ენა საშუალო დონე;
  •  საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
  • პუნქტუალობა;
  • თავდაჯერებულობა.

 


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@derufa.ge



გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
ბათუმი