პროფესიის შესწავლა-დასაქმება
თბილისი
  • სრული განაკვეთი
10 მაი - 09 ივნ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პროფესიის შესწავლა.  

                                                                                                                    

ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს  დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის  კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო.

"გრანდი"-ის  საწარმო  თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები. 

 

შპს "გრანდი" აცხადებს  პირების მიღებას შემდეგ პოზიციაზე:

  • კარის ამწყობი
  • ავეჯის ამწყობი

 

ზემოთ აღნიშნული საქმის არ ცოდნის ან გამოცდილების უქონლობის შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ ერთ თვიან პროფესიის შემსწავლელ კურსს, რომლის ფარგლებშიც მოხდება თქვენი გადამზადება აღნიშნულ პროფესიებზე. კომპანია იძლევა შესაძლებლობას მოკლე  ვადაში  მიიღოთ  კვალიფიკაცია  და  წარმატებით დასაქმდეთ ჩვენთან.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grandi@grandi.ge

 

 

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია გრანდის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.  იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 


გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
დურგალი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
კარ-ფანჯარა