- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 3 - 5 წლამდე


კომპანია ორბიტა არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი იტორია.
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური ბაზრის ანალიზი, სტრატეგიის და ბაზრის წილის გაზრდა;
- მარკეტინგული ბიუჯეტირების მომზადება და მონიტორინგი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის პროექტების მომზადება და ანალიზი;
- კომპანიისა და კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
- საპრეზენტაციო მასალების, სოციალური მედიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
- გამოფენებისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და მათ პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
- PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
- კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება
- ATL/BTL აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით;
- მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება)
- დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !